კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა





ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი მინი საწარმო




ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი მინი საწარმო კოლეჯ ,,აისის’’ ბაზაზე 2009 წლის 6 ივლისს გაეროს განვითარების პროგრამისა და რუმინეთისმთავრობის დაფინანსებით გაიხსნა.
 
საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატებით:
1.    ავტოკლავი (ვაკუუმ-აპარატით) _ პროდუქციის ხარშვა, მზა პროდუქციის სტერილიზაცია.
2.    საინსპექციო მაგიდა _ ნედლეულის დახარისხება.
3.    ნედლეულის დოლური ტიპის სარეცხი მანქანა ხილისა და ბოსტნეულისთვის
4.    ნედლეულის სარეცხი მანქანა ელევატორით და დამქუცმაცებლით ხილისა და ბოსტნეულის რეცხვა, დაქუცმაცება (წვენის, პიურეს, ჯემის მოსამზადებლად).
5.    გამხეხი აპარატი „რობოტი“ – (პიურეს, რბილობიანი წვენების, საწებლების მოსამზადებლად).
6.    კურკსაცლელი დანადგარი _ სხვადასხვა კურკოვანი ხილისთვის.
7.    დამფასოებელი დოზატორი _ თხევადი პროდუქციის ჩამოსხმა.
8.    ქილების დამხუფი აპარატი _ ნახევრად ავტომატი.
9.    მინის ტარის სარეცხი ნიჟარა _ ცარიელი მინის ტარის მოსამზადებლად.
10.    უჟანგავი ფოლადის მაგიდები _ 4ც. ხილ-ბოსტნეულის დასაფასოებლად, სხვადასხვა ოპერაციების ჩასატარებლად.
11.    ნახევრად ავტომატური ჰიდრავლიკური წნეხი _ ხილის წნეხის მისაღებად.
12.    კომპრესორი (ვაკუუმ-აპარატის, დოზატორის, დამხუფი დანადგარების მუშა მდგომარეობაში მოსაყვანად).
13.    PH მეტრი აქტიური მჟავიანობის გასაზომად.
14.    რეფრაქტომეტრი _ ხსნადი მშრალი ნივთიერების გასაზომად.
15.    უჟანგავი ფოლადის სხვადასხვა ზომის ქვაბები, გაზქურა.
 
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 2010 წლის გაზაფხულზე გაიხსნა 18 ტონა ტევადობის მაცივარი.
 
ხილის-ბოსტნეულის საწარმოს აქვს ორი ძირითადი დატვირთვა. პირველი ის,რომ ფერმერს ჰქონდეს საშუალება, გადაამუშაოს ნედლეული, თავის პროდუქციასმისცეს სასაქონლო სახე და გაყიდოს. მეორე დატვირთვა არის ის, რომ ხილისა დაბოსტნეულის გადამამუშავებელ  საწარმოში პარალელურად არსებობს სასწავლობაზა. გაერომ ამ განხრით დანერგა პროფესიული გადამზადების კურსები,მსმენელები სწავლასთან ერთად აქვე გადიან საწარმოო პრაქტიკას.

საწარმოში მზადდება 15-20 სახეობის პროდუქტის ასორტიმენტი:ხილფაფები, ჯემები, მურაბები, მარინადები და სასაუზმე კონსერვები.


 იხილეთ ფოტოგალერეა:

<< უკან